ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თალიბთა მეთაური შეიპყრეს


ამერიკელი და პაკისტანელი ოფოციალური პირების განცხადებით, ერთობლივი გასაიდუმლოებული ოპერაციის შედეგად, რომელიც პაკისტანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ყარაჩიში განხორციელდა, ავღანელ თალიბთა მეთაურია შეპყრობილი.

ავღანელი აბდულ ღანი ბარადარი, თალიბთა შორის, დაჯგუფების დამაარსებლის, მულა მუჰამედ ომარის შემდეგ, უმთავრესი ლიდერი იყო. ოფიციალური განცხადებით, ის 2001 წელს , ომის დაწყების შემდეგ შეპყრობილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამნაშავეა.

თავად თალიბები ლიდერის დაკავებას არ ადასტურებენ და ოფიციალურ ინფორმაციას ჭორს უწოდებენ.

XS
SM
MD
LG