ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაფართოება სურს


მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგ პაპანდრეუმ განაცხადა, რომ საბერძნეთი დაინტერესებულია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაფართოვებით და რომ ამ დარგში დიდი პერსპექტივები შეიძლება დაისახოს. იგი რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსდა პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდეს. მისივე თქმით მიუხედავად შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობისა საბერძნეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა ნამდვილად ითხოვს გაფართოვებას. როგორც პაპანდრეუმ თქვა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ დარგებს, როგორებიცაა ენერგეტიკა, ტურიზმი, საკვები პროდუქტების წარმოება დაქ თანამედროვე ტექნოლოგია. ბერძენი და რუსი ოფიციალური პირების განცხადების თანახმად პაპანდრეუ და მედვედევი ისეთ საკითხებსაც შეეხებიან, როგორრებიცაა რუსეთის ურთიერთობა ნატოსთან. რეგიონალური კონფლიქტები და ის თუ რა სახის დახმარება შეუძლია აღმოუჩინოს საბერძნეთმა რუსეთს 2014 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების მომზადებაში.

XS
SM
MD
LG