ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დალაი ლამას ამერიკა  უმასპინძლებს


შეერთებული შტატები ჩინეთის მოთხოვნის მიუხედავად, ტიბეტის სულიერ ლიდერის დალაი ლამას მასპინძლობაზე უარს არ ამბობს.

ამის შესახებ თეთრმა სახლმა ოფიციალური განცხადება გააკეთა. პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტ ობამას და დალაი ლამას შეხვედრა თეთრ სახლში მომავალ ხუთშაბათს გაიმართება.

პეკინის განცხადებით, ვაშინგტონმა უნდა გაიგოს, თუ რამდენად მგრძნობიარეა ჩინეთისთვის ტიბეტთან დაკავშირებული საკითხები. დალაი ლამას ვაშინგტონს გასული წლის ოქტომბერში ეწვია, თუმცა პრეზიდენტმა ობამამ მასთან შეხვედრისგან თავი შეიკავა. ამის მიზეზი კი ნოემბერში ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი იყო.



XS
SM
MD
LG