ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა საერთო აქვთ ევროპელებსა და აფრიკის ტომის წარმომადგენლებს?


უკანასკნელი სამეცნიერო კვლევის შედეგად გამოვლინდა ,რომ ადამიანებს ერთმანეთთან სიტყვების გარეშე ურთიერთობა შეუძლიათ და უმეტესი ბგერები და ქცევის საშუალებები ,რასაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები საუბრის დროს იყენებენ-ყველა ენაში თითქმის საერთოა.

ადამიანები საუბრის დროს მხოლოდ სიტყვების საშუალებით არ ვურთიერთობთ.ამ პროცესის მანძილზე ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს არასიტყვიერ საკონტაქტო საშუალებებსაც:სახის ნაკვთების გრიმასს,თვალის კონტაქტს და მოსაუბრესთან სიახლოვის დისტანციას. მათი გამოხატვით ჩვენ მოსაუბრისადმი საკუთარ განწყობას ვაფიქსირებთ.

მოდით, ახლა გავარკვიოთ,თუ რამდენად უნივერსალური შეიძლება იყოს საუბრის დროს გამოხატული არასიტყვიერი საკონტაქტო საშუალებები სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის მქონე ადამიანებში.


დისა სოტერი ნიდერლანდების მაკს პლანკის ინსტიტუტის თანამშორმელია.მისი თქმით:


„ჩვენ კონკრეტულად ხმით ემოციის გამოხატვის საშუალებებს შევისწავლით.გვაინტერესებს თუ რატომ გამოსცემს ადამიანი ამა თუ იმ ემოციური მდგომარეობის დროს კისკისის, კვნესის ,ხვნეშისა და ამოსუნთქვის ბგერებს. "


უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქალბატონ დისას და მის კოლეგებს სურდათ გამოეკვლიათ ,თუ რამდენად საერთოა ადამიანური ემოციების გამოხატვის საშუალებები -სხვადასხვა ეროვნების ადამიანებში.


„ჩვენ შევისწავლეთ აფრიკის კონტინენტზე, ნამიბიაში მცხოვრები ჰიმბას ტომის წარმომადგენლები ,რომლებსაც გარე სამყაროსთან კონტაქტის საშუალება არასდროს ჰქონიათ."

ჰიმბას ტომი გარიყულ ცხოვრებას ეწევა და შესაბამისად თანამედროვე მსოფლიოსგან აბსოლუტურად ჩამოშორებულია.მეცნიერებმა პარალელურად კვლევები ევროპის ერთერთი ქვეყანაში მცხოვრებ , ინგლისურად მოსაუბრე ადამიანთა ჯგუფზეც ჩაატარეს.

მკვლევარებმა ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს სთხოვეს საკუთარი ემოციები სიტყვების გარეშე გამოეხატათ.მაგალითად : გამოეხატათ ემოცია ჭამის დროს,როცა ისინი შემთხვევით გაფუჭებულ პროდუქტს ჩაკბეჩდნენ.


როგორც გაირკვა,ორი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული კულტურისა და წარმომაავლობის მქონე ადამიანებმა ერთი და იგივე ემოცია მსგავსი ბეგერებით გამოხატეს.


ქალბატონი სოტერის განცხადებით, ორი ჯგუფის წარმომადგენლების მიერ გამოხატულ ემოციებში მსგავსება უფრო მეტად უარყოფითი ემოციების დროს შეინიშნებოდა.მიზეზად კი იმას ასახლებს,რომ უარყოფითი ემოციები ევოლუციის ისოტირაში უფრო ხანდაზმულია.


„უარყოფითი ემოცია ყველა ეროვნების ადამიანში ერთნაირი ხერხებით გამოიხატება.მაგალითად შიშის დროს - ადამიანები თავს გაქცევით შველიან,საერთოა ის ბგერებიც ,რითაც ადამიენბი ერთმანეთს საშიშროების შესახებ აფრთხილებენ“

დადებითი ემოციების გამოხატვაში ორი ჯგუფის წარმომადგენლები ერთმანეთისგან შედარებით განსხვავდებოდნენ.ამ შემთხვევას სოტერი შემდეგნაირად ხსნის:


„ეს უფრო მეტად სიცილის გამოხატვას ეხება,ამის მიზეზი კი ალბათ ისაა,რომ ხშირად ადამიანებს არ სურთ სიხარული უცხო ადამიანს ან თუნდაც ახლობელს გაუზიარონ.თუმცა დადებითი ემოციების უმეტესობა ერთნაირი საშუაებებით გამოიხატება ორივე ჯგუფში“


დისა სოტერმა სამეცნიერო კვლევა ლონდონის უნივერსიტეტში ჩაატარა.კვლევის შედეგები კი დღევანდელი სიუჟეტისთვის ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ინტერნეტ გვერდზე მოვიპოვეთ.



XS
SM
MD
LG