ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მეცნიერება ჩიხში მოექცა


ირინა ცერცვაძე

საინფორმაციო სააგენტო Reuter-ის მიერგამოქვეყნებული კვლევის შედაგად, რუსეთის ბიუჯეტმა 1991 წლის შემდეგ, მეცნიერებისთვის განკუთვნილი თანხების დიდი კლება განიცადა.

ტომსონ Reuter-ის კვლევის მიხედვით-ამერიკულ ინსტიტუტებთან შედარებით, რუსულ კვლევით ინსტიტუტებს მხოლოდ 5 %-იანი დაფინანსება აქვთ.

დეკემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, როსნეფტი, სახელმწიფო კომპანია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ნავთობისა და გაზის რეზერვს ფლობს, იმის გამო გაკიცხა, რომ სამეცნიერი კვლევებისთვის მან მხოლოდ 15 % გამოყო.

“თანამედროვე ბიზნესის წარმოების მიზნით, ჩვენ იდეოლოგიისა და ფსიქოლოგიის შეცვლის აუცილებლობის წინაშე ვდგავართ,უნდა გამოვფხიზლდეთ და საქმეს მივხედოთ.”

1991 წლიდან რუსეთში მწვავედ დგას ნიჭიერი ხალხის გადინების პრობლემა, საშუალოდ 80 ათასი მეცნიერმა ქვეყანა უკეთესი ხელფასისა და დაფინანსების გამო დატოვა.

გლობალიზაციის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომისტი მიხეილ დელიაგინი ამბობს, რომ ამის მიზეზი ცუდი სამუშაო პირობები, ბიუროკრატია და მოდერნიზაციის ნაკლებობაა.

“მეცნიერები თავიანთ ინსტიტუტებში აბსოლუტურად არაფრისმცოდნე ხალხისგანთავს დამონებულადგრძნობენ, რომლებსაც ვერც მათისაუბრის თემა გაუგიათ და განვითარების დონითაც მე-20, ან კიდევ მე-19 საუკუნეში დარჩნენ.”

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრების საშუალო ასაკი როიტერის კვლევის მიხედვით 50 წელზე მეტია. 60 წელი თავდაცვის სფეროს ასაკია, ამბობს სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი.

“ახალგაზრდებს ოჯახის სარჩენად კარგი ხელფასი აქვთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, რუსეთში სამხედრო ინსტიტუტს ცოტა ფული აქვს.”
ფელგენგაუერის თქმით, რუსეთის კიდევ ერთი დიდი პრობლემა ის უნივერსიტეტებია, რომლებიც ახალი თაობებისთვის საჭირო განათლების მიცემას ვერ ახერხებენ. ექსპერტი იმ კორუმპირებულ ლექტორებს ადანაშაულებს, რომლებიც წოდებების სანაცვლოდ ქრთამებს იღებენ.

მედვედევის თქმით, რუსეთმა მეცნიერების განვითარებისთვის საზღვარგარეთელი ექსპერტები უნდა მოიზიდოს.დელიაგინი ამბობს, რომ ასეთი ექსპერტებირუსეთის ძლევამოსილი ნავთობ ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
“რაში გვჭირდება ბიო-ქიმიკოსი ექსპერტები ან ენერგო ეფექტურობა? ქმედითუნარიანი ექსპერტები ენერგო სფეროში ჩვენთვის ნაკლებ მოგებას ნიშნავს.”

კომპანია იუკოს ნავთობ კომპანიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ციხეში მყოფმა კრემლის მოწინააღმდეგემიხეილ ხოდორკოვსკიმახლახანს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, რომრუსეთის მოთხოვნები ფუნდამენტურ და გამოყენებით დარგებზე მცირდება.



ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG