ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკო არჩევნების გასაჩივრებას აპირებს


უკრაინელები მოელიან ,რომ საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი იულია ტიმოშენკო ცნობს არჩევნების შედეგებს და უკრაინის მომავალ პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩს აღიარებს.

თუმცა ინტერნეტულმა გაზეთმა „უკრაინსკაია პრავდამ" გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით ,რომ შიდაპარტიულ შეკრებაზე ტიმოშენკომ არ სცნო ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება და შედეგების სასამართლოში გაჩივრებით დაიმუქრა.

თავად ტიმოშენკო ამ ფაქტზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს და დუმილს ამჯობინებს მას მერე, რაც ევროპელმა დამკვირვებლებმა არჩევნების გამჭვირვალეობა და სამართლიანობა დაადასტურეს. ევროპისა უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინის არჩევნები დემოკრატიული არჩევნების ნათელი გამოხატულება იყო.


XS
SM
MD
LG