ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები საფრანგეთის გადაწყვეტილების თაობაზე


საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთს ფრანგული სადესანტო ხომალდი მისტრალი მიჰყიდოს. ამის თაობაზე ჩვენი რესპონდენტი კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხუციშვილი აკეთებს კომენტარს. მისი აზრით ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ ახალ სამხედრო დოქტრინასთან, რომელიც არის გამოცხადებული რუსეთის მიერ, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი უნდა გააქტიურდეს არა მხოლოდ მის საზღვრებთან, არამედ მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც, სადაც კი რუსეთის ინტერესები ამას მოთხოვს. –„ ეს გააქტიურება მოიცავს ახალ სამხედრო შეკვეთებს, სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის გაფართოვებას, მასთ შორის ისეთი თანამედროვე ტექნიკისა და ხომალდების შეძენეს, როგორიც არის „მისტრალი“. საფრანგეთის ეს ნაბიჯი მე არ მაკვირვებს იმის გამო, რომ ბოლო დროს საფრანგეთი საკმაოდ დაახლოებულია რუსეთთან. აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მოახდინოს ზეწოლა იმაზე, რომ რაც შეიძლება მკაცრი კონტროლი არსებობდეს ასეთი სახის ტექნიკის გამოყენებაზე.

XS
SM
MD
LG