ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში რეფორმების მომხრე გაასამართლეს



ირანის სასამართლოს გადაწყვეტილებით გასულ წელს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო ყოფილ სახელმწიფო მოხელეს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს მოჰსენ ამინზადეს სასამართლომ განაჩენი დღეს გამოუტანა. ადვოკატის თქმით, ამინზადეს ბრალად ედებოდა ირანის უშიშროების ხელყოფა და ისლამური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გავრცელება. ამას გარდა, ირანის ოპოზიციის ვებ გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორი დღის მანძილზე სულ ცოტა ცხრა ჟურნალისტი დააპატიმრეს. მათი დაკავების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

რეფორმისტი ლიდერი მირ ჰოსეინ მუსავის ვებ გვერდის მიხედვით ირანის საპატიმროებში ამჟამად მედიის 55 თანამშრომელი იმყოფება.



XS
SM
MD
LG