ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში პილიგრიმებს პანაშვიდი გადაუხადეს


დღეს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ისინი პარასკევს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპული 31 ადამიანის პანაშვიდს დაესწრნენ. ოფიციალური პირები აცხადებენ რომ თვითმკვლელი ტეორისტი მოტოციკლით დაეჯახა შიითი მგზავრების ავტობუსს.

მეორე აფეთქება კი საავადმყოფოს შესასვლელში მოხდა, სადაც პირველი აფეთქების დროს დაშავებულები დახმარების აღმოსაჩენად მიჰყავდათ.

ყოველ წელს ქალაქში 40 დღიანი გლოვა იმართება, რომელიც წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილის ხსოვნას ეძღვნება. დაღუპულთა შორის სწორედ ამ რელიგიური დღესასწაულის მონაწილეები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ ქალაქ კარაჩიში სუნითებსა და შიითებს შორის შეტაკებები ხშირად ხდება.



XS
SM
MD
LG