ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორიზმი: ომი თუ კრიმინალი?


ამერიკაში დღემდე არ წყდება დებატები, თუ როგორია ტერორიზმის განსაზღვრება არის ეს ომის ერთ-ერთი ფორმა თუ ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი.

ეს დებატები11 სექტემბრის ერთ-ერთი ორგანიზატორის შეერთებული შტატების ფედერალურ სასამართლოში გასამართლების გეგმებმა და მეორეს მხრივ დეტროიტში საშობაოდ თვითმფრინავის აფეთქების მცდელობისთვის დაკავებული უმარ ფარუკ აბდულმუტალაბისთვის კრიმინალური ბრალდებების წამოყენებამ გამოიწვია.

ხალიდ შეიხ მუჰამედს, რომელიც თავად აღიარებს 11 სექტემბრის ტერაქტებში მონაწილეობას პრეზიდენტ ობამას დასტურის შემთხვევაში სამოქალაქო სასამართლოში უპირებენ გასამართლებას. ამერიკაში ამ გარემოებამ კამათი გამოიწვია კანონმდებლებს შორის, რომელთა ნაწილი მიიჩნევს რომ ტერორისტების სამოქალაქო სასამართლოში გასამართლება უპრიანია ვიდრე მათი გადაცემა სამხედრო ტრიბუნალებისთვის.

პრეზიდენტ ობამას მათი გასამართლება ჩვეულებრივ სასამართლოში სურს, მიუხედავად იმისა რომ ის ალ-ყაიდას დასავლეთის წინააღმდეგ ომში ადანაშაულებს:" ჩვენ ვომობთ ძალზე სპეციფიკურ დაჯგუფებასთან , რასაც ალ-ყაიდა და მისი ექსტრემისტული ქსელი წარმოადგენს, რომლებიც გლობალური მასშტაბის ტერაქტებს ანხორციელებენ. ისინი ჩვენს მოკავშირეებსაც ესხმიან თავს, იერიში მიაქვთ ამერიკულ ბაზებსა და საელჩოებზე. ყველაზე სამწუხარო ის არის ამ თავდასხმებისგან უდანაშაულო ხალხი ზარალდება."

ამგვარ თვალსაზრისს დიდი ოპოზიცია ჰყავს კაპიტოლიუმზე, სადაც ამერიკელი კანონმდებლები მიიჩნევენ რომ სამოქალაქო სასამართლოში ტერორისტები უფრო მეტი შეღავათებით ისარგებლებენ. რესპუბლიკელი სენატორის ქრისტოფერ ბონდის განცხადებით:" ეს ომია, ომი რომელიც რადიკალებმა გამოუცხადეს ამერიკას და დასავლეთს."

პოტომაკის ინსტიტუტის პოლიტოლოგის მაიკლ სვიტმენის განცხცადებით:" ერთი მხრივ ეს კრიმინალია, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ომის შემადგენელი ნაწილია. ასე რომ ამ გარემოებამ არ უნდა შეგვიშალოს ხელი სამხედრო კანონებით ვიხემძღვანელოთ საჭიროების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ ტერორიზმი კრიმინალთანაც არის დაკავშირებული."

თავად პრეზიდენტი ობამა მიიჩნევს რომ ალ-ყაიდას წინააღმდეგ მიმდინარე ომი იდეოლოგიური ბრძოლაა და ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებულია დაარწმუნოს მუსლიმანთა უმეტესობა უარი თქვან ყოველგვარ ძალადობაზე.

XS
SM
MD
LG