ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის წინააღმდეგ სანქციებს ჩინეთი ოპონირებს


ჩინეთის განცხადებით, ირანისთვის ბირთვული პროგრამის გამო სანქციების დაწესების საკითხის განხილვამ შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო გაართულოს. ამის თაობაზე საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იანგ ჟეჩიმ განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ გაამწვავებს საკითხის დიპლომატიურად გადაჭრის შესაძლებლობას. როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნები ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების დაწესებას ითხოვენ, რათა ოფიციალური თეირანი აიძულონ მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას ბირთვული პროგრამის შესახებ. საკითხის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა კომენტარი.

"ჩვენ ველით თუ რა პოზიციას გაახმოვნებს ირანის ხელისუფლება საერთაშორისო ატომური სააგენტოს გეგმასთან დაკავშირებით“ .განაცხადა ბატონმა ქროულიმ.

XS
SM
MD
LG