ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება


3.000-მდე უცხოელმა დამკვირვებელმა აღიარა, რომ მცირერიცხოვანი დარღვევების მიუხედავად, უკრაინის 17 იანვრის არჩევნებმა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩაიარა.

ჯოაო სოარესი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდნეტია, ის ამბობს, რომ:

"ეს არჩევნები კარგად ჩატარდა. ის ამომრჩევლის ჭეშმარიტ არჩევანს ასახავს და წინა არჩევნებთან შედარებით დიდი პროგრესი აჩვენა."

ეუთოს 2008 წლის რუსეთის საპრეზიდნეტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია არ გაუგზავნია. შეზღუდვა თავად რუსეთის მთავრობის სურვილით დაწესდა.

ლილია შიბანოვა რუსეთის დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფ, გოლოსის ხელმძღვანელია. მისი თქმით, დარღვევებთან დაკავშირებით ორგანიზაციამ საჩივრების დიდი რაოდენობა მიიღო, ძირითადა აქცენტი ბიულეტინების გაყალბებაზე კეთდებოდა.

"საარჩევნო უბნებზე ჩვენ დავაფიქსირეთ უკონტროლობა, გაყალბებული ბიულეტენების საარჩევნო ყუთებში ჩაყრა და მრავაჯერადი ბიულეტეენები. ზოგადად საარჩევნო პროცესზე პოლიტიკურ კონკურენციისას მასობრივი ძალადობის ფაქტები."

რუსეთში საპრეზინდეტო საარჩევო კამპანიის დროს, დიმიტრი მედვედევმა პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი მოხერხებულად გამოიყენა და ცენტრალურ ტელე-არხებზე ძალიან ხშირად ჩანდა, მაშინ როდესაც კონკურენტებს მედია დიდად არ წყალობდა.

კრემლის პოლიტიკამ ბევრი რუს ჟურნალისტს, კიევში გადასვლისკენ უბიძგა.

სავიკ შუსტერის ჩათვლით, რომელსაც რუსეთის ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე თოქ-შოუ ჰქოდნა.

"ნახეთ, გადაცემა აქ პირდაპირ ეთერში მიდის, ყველა პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი, კანონკდებლები კამათობენ, საუბრობენ."

პრეზიდენტობის კანდიდატები იულია ტიმოშენკო და ვიქტორ იანუკოვიჩი პირველ ტურში დამარცხებული კანდიდატების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ. განსაკუთრების სერგეი ტიგიპკოსი.

ბიზნესმენმა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ბრძოლა 13 პროცენტით დაასრულა.

ქალბატონი ტიმოშენკოსგან მხარდაჭერის სანაცვლოდ მან პრემიერ-მინისტრობის შეთავაზება მიიღო. ტიგიპკოს თქმით, საპრეზიდნეტო არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა აინტერესებს.

ბატონ იანუკოვიჩის მოწინააღმდეგეები მის დანაშაულებრივწარსულს იხსენებენ და ამბობენ, რომ ის ოლიგარქების ინტერესებს გაითვალისწინებს. მას ახალგაზრდობაში პატიმრობა ორჯერ აქვს მოხდილი, ერთხელ ქურდობისა და მეორედ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით.

მოსკოვში, სახელმწიფო მოხელე ამბობს, რომ უკრაინელებს სადარდებელი არ აქვთ.

"რა შეიძლება ითქვას, უკრაინაში დემოკრატიაა, ქვეყანა არჩევნებს ატარებს და პრეზიდნეტს ირჩევს, თუ უკმაყოფილონი დარჩებიან არჩევანით, მომავალში ახალს აირჩევენ ."

რუსეთში ასე არ ხდება.

არც რუსეთის პრემიერ ვლადიმერ პუტინი და არც პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გამორიცხავენ, რომ მომდევნო არჩევნებში კენჭი თავად იყარონ. მაგრამ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის თუ ვინ მიიღებს ტანდემიდან არცევნებში მონაწილეობას, მათი გადასაწყვეტია. ვინც არ უდნა იყოს ხსენებული ორი კანდიდატიდან, ეჭვი არავის ეპარება, რომ ის გაიმარჯვებს.


XS
SM
MD
LG