ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტიდან ევაკუაცია დროებით შეჩერებულია


აშშ-ის სამხედროებმა დროებით შეწყვიტეს ჰაიტიდან სამედიცინო დახმარების მიზნით დაზარალებულთა ევაკუაცია. ამ ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც გაჩნდა უთანხმოება დაშავებულთა მკურნალობის საფასურის დაფარვის საკითხის ირგვლივ. პორტ-ო-პრენსში მყოფი ერთ-ერთი ამერიკელი ექიმის განცხადებით, თუ ეს სადავო საკითხი დროულად არ გადაწყდება, მის 100-მდე პაციენტს სიკვდილი ემუქრება.

მისივე თქმით დაშავებულები სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ უკეთეს საავადმყოფოებში.

თავის მხრივ აშშ-ის სამხედროთა განცხადებით ევაკუაცია ოთხშაბათიდან შეწყდა მას შემდეგ რაც აშშ-ის მთავრობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა დასვა საკითხი იმის შესახებ ჰაიტელი პაციენტების სამედიცინო ხარჯების დაფარვის შესახებ.

XS
SM
MD
LG