როგორც ცნობილია, ოთხშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მიმართვით გამოვიდა. შარშანდელთან შედარებით, როცა ობამა ხელისუფლებაში მოვიდა, წელს მისი პოპულარობის რეიტინგი ყველაზე დაბალ დონეზეა.
ობამას ადმინისტრაცია ძალზედ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას - ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფორმა წინააღმდეგობას წააწყდა, ალ ყაიდის მხრიდან ტერორიზმის საფრთხე იზრდება, ერაყსა და ავღანეთში ომი მძვინვარებს, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი ჩიხშია მოქცეული, და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით არავითარი პროგრესი არ შეინიშნება.
საერთაშორისო პრეს-კლუბში ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯუდით ლათამი უცხოელ ჟურნალისტებს გაესაუბრა იმის შესახებ თუ როგორ აფასებენ სხვა ქვეყნებში ბატონ ობამას პრეზიდენტობას.თავდაპირველად საერთაშორისო მედია ობამას პრეზიდენტობაზე დიდ იმედებს ამყარებდა. ობამას დაპირებამ გუანტანამოს საპყრობილეს დახურვის თაობაზე, მუსლიმანურ სამყაროსთან ახალი ურთიერთობის დამყარების განზრახვამ, ერაყში არაპოპულარული ომის დამთავრების გადაწყვეტილებამ, ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო რესურსების გაგზავნამ, ბირთვული შეიარაღების გავრცელებასთან დაკავშირებით დიპლომატიურმა საქმიანობამ და კლიმატის ცვლილებისადმი ახლებურმა მიდგომამ დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია. მაგრამ გარკვეული პროგრესის მიუხედავად ხსენებული ამოცანები ჯერ-ჯერობით შეუსრულებელი რჩება.
მაგალითად, შეერთებული შტატების მთავრობის მცდელობა ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკების აღდგენასთან დაკავშირებით დღემდე უშედეგო აღმოჩნდა. ნადია ბილბასი ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ცენტრის კორესპონდენტია. მისი თქმით არაბული სამყარო ობამას პრეზიდენტობით ძალზედ იმედგაცრუებულია.ამასთან დაკავშირებით ბილბასი აღნიშნავს:
„ხალხი ფიქრობს, რომ იგი კარგი კაცია, მას კეთილი განზრახვები ამოძრავებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით, თუ დაუკვირდებით ახლო აღმოსავლეთში დაგროვილ პრობლემებს, მან ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწია. მისი კეთილშობილური განზრახვა ახლო აღმოსავლეთში საგანგებო წარგზავნილის მიტჩელის დანიშნვნის თაობაზე უშედეგო აღმოჩნდა. ზოგს გონია, რომ მას არსებული მდგომარეობის შეცვლის გამბედაობა არ გააჩნია. ჩემის აზრით აქ რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი ის არის, რომ მას მუშაობა უხდება ისრაელის მემარჯვენე მთავრობასთან, რომელიც პოლიტიკური კურსის შეცვლაზე უარს ამბობს და სტატუს კვოს შენარჩუნებას ცდილობს. როცა ხელისუფლებაშია ისრაელის მთავრობა, რომელსაც არ სურს მშვიდობა, ხოლო პალესტინელებს შორის დიდი განხეთქილება შენიშნება, რაიმე პროგრესის მიღწევა ძალზედ რთულია.“ქალბატონ ბილბასის მიაჩნია, რომ რაც შეეხება ირანის მთავრობას პრეზიდენტი ობამა იგივე გამოწვევების წინაშე დგას. მისი თქმით:
„ახლა მთავრობა ოპოზიციას განუწყვეტლად უტევს. რასაკვირველია პრეზიდენტი აჰმადინეჟადის პოლიტიკური გადარჩენის საწინდარია ანტი-ამერიკული პროპაგანდის გაღვივება, რაც ზესახელმწიფოს გამოწვევას ნიშნავს. მე ვფიქრობ, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ყველა ბირთვული ირანის მომხრე იქნება რადგან ეს ამ ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს ისეთ ცვალებად რეგიონში როგორიც არის ახლო აღმოსავლეთი.“
ერაყის შემთხვევაში ქალბატონ ბილბასის მიაჩნია, რომ ვაშინგტონის გავლენა თანდათან კლებულობს. მისი აზრით, პრემიერ მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ უგულვებელყო შეერთებული შტატების მთავრობის ზეწოლა, რომლის მიზანი იყო ყოფილი ბაათის პარტიის კანდიდატებისა და ბევრი სხვა სუნითი პოლიტიკოსების მარტში დაგეგმილ არჩევნებში დაშვება.
ამასობაში პრეზიდენტი ობამას სტატუსი სამხრეთ აზიაში კლებულობს, აღნიშნავს პაკისტანის ყოფილი დიპლომატი და ჟურნალისტი აკბარ აჰმედი. აჰმედი აღნიშნავს:
გერმანელი ჟურნალისტი კრიშჩიან ვერნიცკე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ობამას პოპულარობის რეიტინგი დასავლეთ ევროპაში უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე შეერთებულ შტატებში. მისი თქმით, ევროპელებს აკვირვებს ის, რომ ამერიკელი ხალხი არ ეთანხმება პრეზიდენტს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიც არის კლიმატის ცვლილება. მაგრამ ბატონი ვერნიცკე დასძენს, რომ გერმანელებს, ამერიკელების მსგავსად, ძალიან აღელვებს მოსკოვის პოლიტიკა ისეთ სფეროებში როგორიც არის განიარაღება, ენერგეტიკა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება. ვერნიცკე დასძენს: