ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაი „სათანადო სტრატეგიული პარტნიორი“ არაა


დღეს პირველად გამოქვეყნებული დიპლომატიური მიმოწერის თანახმად, ავღანეთში შეერთებული შტატების ელჩმა პრეზიდენტი ბარაკ ობამა გააფრთხილა, რომ ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი „სათანადო სტრატეგიული პარტნიორი" არ იყო.

დღეს გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებული დიპლომატიური მიმოწერის აღმბეჭდავ მასალებში ჩანს, რომ ავღანეთში შეერთებული შტატების ელჩი კარლ აიკენბერი ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნას ეწინააღმდეგებოდა. აიკენბერიმ გააფრთხილა ბატონი ობამა, რომ ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნა პრეზიდენტ კარზაის მთავრობას შეერთებულ შტატებზე კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის.

აიკენბერის დიპლომატიური მიმოწერა ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მთავარსარდლის გენერალ სტენლი მაკკრისტალის დამატებითი სამხედრო ძალების გამოყოფის სტრატეგიას არ ეთანხმება.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის მახლობლად ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG