ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ამბობს, რომ აპირებს ხელფასი და სამსახური შესთავაზოს თალიბ მეამბოხეებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მათ სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნებაში.
პრეზიდენტმა კარზაიმ ეს განცხადება დღეს ბიბისი-ს ეთერში გააკეთა. მის ზემოთხსენებულ ინიციატივას საერთაშორისო საზოგადოება დააფინანსებს.
ბრიტანეთი და შეერთებული შტატები ამ ინიციატივის მხარდაჭერას მომავალ კვირას გამოაცხადებენ. იაპონიის მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ინიციატივას ფინანსურად დაეხმარება.
კარზაის თქმით, მთავრობა ალ ყაიდას ან სხვა ტერორისტული ჯგუფების ერთგულ წევრებს სამსახურში არ მიიღებს.