ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაუნმა სენატის სავარძელი მოიპოვა


რესპუბლიკელმა სკოტ ბრაუნმა შეერთებული შტატების სენატში გარდაცვლილი ლიბერალი დემოკრატი სენატორი კენედის ადგილი მოიპოვა

რესპუბლიკელმა სკოტ ბრაუნმა ამერიკის ჩრილოაღმოსავლეთ მასაჩუსეტსის შტატში საგანგებო არჩევნებში მოიგო. შედეგად მან შეერთებული შტატების სენატში გარდაცვილი დემოკრატი სენატორი ედვარდ კენედის ადგილი მოიპოვა, რომელიც ამ უკანასკნელს ორმოცდაათი წლის მანძილზე ეკავა.

სამშაბათს გამართულ არჩევნებში ბრაუნმა დაამარცხა მასაჩუსეტსის შტატის გენერალური პროკურორი დემოკრატი კანდიდატი მართა კოუკლი. ბრაუნმა ამომრჩეველთა ხმების 52 პროცენტი მოიპოვა, კოუკლიმ კი 47 პროცენტი.

მოზეიმე მხარდამჭერებისთვის მიმართულ გამოსვლაში ბრაუნმა აღნიშნა, რომ მასაჩუსეტსის შტატმა არჩევნებში საკუთარი დამოუკიდებელი პოზიცია დააფიქსირა. მან აღიარა გარდაცვლილი სენატორი კენედის ღვაწლი და მისცა დაპირება რომ იგი კენედის ღირსი მემკვიდრე იქნება. მაგრამ ბრაუნმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სენატის წევრობა ხალხს ეკუთვნის და არა რომელიმე პირს თუ პოლიტიკურ პარტიას.

XS
SM
MD
LG