ვირჯინიის შტატის პოლიციის ცნობით შტატის სამხრეთაღმოსავლეთ რეგიონში შეიარაღებული პირი პოლიციას ჩაბარდა მას შემდეგ რაც მან რვა ადამიანი მოკლა.
39 წლის კრისტოფერ სპეითი დღეს დილით პოლიციას ჩაბარდა.
ამერიკის დედაქალაქიდან სამხრეთით 240 კილომეტრით დაშორებით ცენრტრალური ვირჯინიის ქალაქ აპომატოქსის მახლობლად ტყიან მასივში პოლიცია მკვლელს ინტენსიურად ეძებდა.
რვა მოკლული პირი აპომატოქსის მახლობლად მდებარე სახლში აღმოაჩინეს. პოლიციის ცნობით მსხვერპლთა შორის ქალები არიან.
დანაშაული აღმოაჩინეს მაშინ როცა სამშაბათს გზის პირას მოკლული ახალგაზრდა პირი აღმოაჩინეს.