ბევრია დამოკიდებული იმაზე თუ ვინ გამოვა გამარჯვებული მასაჩუსეთსის შტატში სენატორის თანამდებობისთვის ბრძოლიდან. არჩევნები დღეს მიმდინარეობს. სენატორი ედუარდ კენედის გარდაცვალების შედეგად გათავისუფლებული ადგილის დასაკავებლად, შტატის გენერალური პროკურორი დემოკრატი მართა კოკლი და მასაჩუსეთსის შტატის სენატორი, რესპუბლიკელი სკოტ ბრაუნი იბრძვიან. შეერთებული შტატების სენატში დემოკრარტები ასიდან სამოც ადგილს ფლობენ. ბრაუნის გამარჯვება კი მათ სიძნელეებს შეუქმნის ისეთი დემოკრატებისთვის მნიშვნელოვანი კანონების მიღებისას, როგორიცაა მაგალითად ჯანდაცვის რეფორმა. გუშინ ბრაუნის გაძლიერებით შეშინებული პრეზიდენტი ობამა კოკლისთვის მხარის დაჭერას ეცადა.