დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ადამიანის უფლებათა ერთერთი თვალსაჩინო დამცველი მარტინ ლუთერ კინგის დღეს აღნიშნავს.ლუთერ კინგი ამერიკაში გასული საუკუნის ორმოცდაათიან-სამოციან წლებში რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძოდა .
გუშინ პრეზიდენტი ობამა ვაშინგტონის შავკანიან ამერიკელთა ეკლესიაში სიტყვით გამოვიდა.მან მარტინ ლუთერ კინგის ღვაწლს საკუთარი პრეზიდენტობას დაუკავშირა.პრეზიდენტის თქმით,მიუხედავად იმისა,რომ ამერიკას დღეს შავკანიანი პრეზიდენტი ჰყავს,ქვეყანა პოსტ-რასისტულ პერიოდში ჯერ კიდევ არ შესულა. პრეზიდენტი ამერიკის საკანაონმდებლო სისტემაში არსებულ დაბრკოლებებსა და მის წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკასაც შეეხო.
შეგახსენებთ,რომ მარტინ ლუტერ კინგი ამავე ეკლესიაში 1968წელს სიტყვით გამოვიდა.
მარტინ ლუტერ კინგი შავკანიან ამერიკელთა მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ედგა სათავეში და ქვეყენაში დამკვიდრებულ რასობრივ სეგრეგაციასა და დისკრიმინაციას ებრძოდა. აღსანიშნავია,რომ მაშინ ბევრი შავკანიანი ამერიკელი თეთრკანიანების მხრიდან მორალურ და ფიზიკურ ზეწოლას განიცდიდა.