ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

FREEDOM HOUSE მოხსენებას აქვეყნებს



ამერიკული ორგანიზაცია FREEDOM HOUSE რომელიც დემოკრატიის განვითარებასა და პოლიტიკური უფლებების დაცვაზე მუშაობს მთელი მსოფლიოს მაშტაბით, იტყობინება, რომ ბოლო ოთხი წელია ზედიზედ მსოფლიოს ქვეყნებში თავისუფლების დონემ მკვეთრად იკლო.

მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის განცხადებით, სხვადასხვა სფეროებში გაუმჯობესება შეინიშნებოდა, თუმცა ის, რომ მდგომარეობა რამდენიმე წელია ზედიზედ უარესდება, საგანგაშოა და ბოლო 40 წელია ამ პრობლემას ასეთი მაშტაბით არ ქონია ადგილი.

ფრიდომ ჰაუზის განცადებით, ირანში დემონსტრაციების ძალისმიერი დაშლით, ჩინეთში უფლებადამცველების დაკავებითა და რუსთში ჟურნალისტების მკვლელობით, 2009 წელი არნახული რეპრესიებით, ადამიანის უფლებების დამცველებისა და აქტივისტების ჩაგვრით გამოირჩეოდა.

FREEDOM HOUSE-ის კვლევების ოფისის დირექტორი, არჩ პადინგტონი აცხადებს:

„განსაკუთრებით აფრიკაში, ახლო ამოსავლეთში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და

ყოფილ საბჭოთა კავშირში, ეს რეგრესი განსაკუთრებით შესამჩნევი იყო.“

აღსანიშნავია, რომ FREEDOM HOUSE თითოეულ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს როგორც თავისუფალს, ნახევრად თავისუფალს, ან არა თავისუფალს.

ორგანიზაცია, მოგეხსენებათ ასევე იკვლევს არჩეული დემოკრატიული მთავრობებისა და ქვეყნების მდგომარეობას. ახალი ანგარიშით 194 ქვეყანა შეფასდა. აქედან 89-ს-თავისუფალი რეიტინგი მიენიჭა. 47-ს არათავისუფალი, რაც ხუთი რიცხვით მეტია შარშანდელთან შედარებით.

ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ბირმაში, ჩრდილოეთ კორეაში, ტიბეტში, ლიბიაში, სუდანსა და სომალიში.

ბატონი პადინგტონის განცხადებით, მდგომარეობის გაუარესება ასევე განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ გაიზარდა მთავრობების ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ელექტრონულ მედიაზე.

„მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიურია, გვაქვს არასამთავრობო ორგნაიზაციები, ქალთა უფლებების დაცვის ჯგუფები, გარემოსდაცვითი ინიციატივები, პროფესიული კავშირები.

ყველა მათგანი ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ რეჟიმს უპირისპირდება.“

ორგანიზაციის ცნობით, 2009 წელს ევროპაში, სადაც ემიგრანტთა მოზღვავება დაფიქსირდა მუსლიმანური ქვეყნებიდან, ანტი საემიგრაციო პოლიტიკამ და გამკაცრებულმა ზომებმა ისეთ ქვეყნებშიც კი იმოქმედა თავისუფლების ინდექსზე როგორიცაა შვეიცარია და მალტა.

ამერიკაში კი ბოლო წლის მანძილზე უფლებადამცველები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა აქტიურად ცდილობდა უსაფრთხოების სფეროში შექნილი პრობლემები მისი წინამორბედის -ჯორჯ ბუშის ანტიტერორისტული პოლიტიკის შეცვლით დაებალანსებინა.

XS
SM
MD
LG