ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ერაყელის სიკვდილს გამოიძიებს


მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ 62 წლის საბიჰა ხუდურ ტალიბი 2006 წელს ქალაქ ბასრაში მოწყობილი რეიდის დროს, ბრიტანელმა ჯარისკაცებმა აწამეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საქმეს სამეფო სამხედრო პოლიცია გამოიძიებს. ბრიტანელი სამხედოების მტკიცებით, ტალიბი ბრიტანელ სამხედროებსა და მის ერთ-ერთ შვილს კარიმ გატიი კარიმს შორის ატეხილ სროლას შეეწირა. ამ შემთხვევისას დაიჭრა ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი, ხოლო კარიმი კი მოკლეს.
XS
SM
MD
LG