ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ბრიტანელი ჟურნალისტი და ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ


ბრიტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, ბრიტანელი ჟურნალისტი და ამერიკელი და ავღანელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა რუპერტ ჰამერმა გაზეთ „სანდეი მირორს“ განუცხადა, რომ ბრიტანელი ფოტო-ჟურნალისტი ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა, როცა ბომბი აფეთქდა. თავდასხმის დროს სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი ამერიკელი მძიმედ დაიჭრა.


XS
SM
MD
LG