ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ხუთი დაკავებული ოპოზიციონერი რევოლუციური სასამართლოს წინაშე წარსდგება


ოფიციალური ირანული მედიის განცხადებით, ოპოზიციონერი აქტივისტები, რომლებიც დეკემბერში ანტი-სახელმწიფოებრივ პროტესტებში იღებდნენ მონაწილეობას, სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

ხუთი დაკავებული აქტივისტი ირანის რევოლუციური სასამართლოს წინაშე წარსდგება.

აქტივისტები 27 დეკემბერს შიიტების დღესასწაულზე, მასობრივი ოპოზიციური გამოსვლისას დააკავეს.

ძალადობა დემონსტრაციაში ოფიციალური ირანის უსაფრთხოების ძალების ჩართვის შემდეგ გადაიზარდა. სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა.

ირანის ოფიციალურ მედია ოპოზიციონერი აქტივისტების მიმართ სავარაუდო ბრალდებები და მათი სასამართლო პროცესის დაწყების თარიღი არ დაუსახელებია.

XS
SM
MD
LG