ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი უსაფრთხოების სისტემის დამატებით ჩავარდნებზე დღეს ისაუბრებს


თეთრი სახლი მორიგ დეტალებს უსაფრთხოების სისტემის ბოლო რამდენიმე მარცხთან დაკავშირებით, რომლებმაც ქვეყანა 25 დეკემბრის ინციდენტამდე მიიყვანა, დღეს გამოაქვეყნებს.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი ნიგერიელი მამაკაცის შესახებ, რომელმაც თვითმფრინავის აფეთქება სცადა წარსულში საიდუმლო ინფორმაციას გამოაქვეყნებს. პრეზიდენტი ობამა ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანას დღეს საღამოს მიმართავს.

მრჩეველმა სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიმს ჯონსმა ამერიკულ გაზეთ USA TODAY-სთან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკელებს შოკი მოიცავს, როდესაც მომხდარის მიზეზს გაიგებენ. მაგრამ მან ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტი მზადაა პრობლემების გადასაჭრელად.

პრეზიდენტმა, ამერიკის უსაფრთხოების სამსახურები მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ ეჭვმიტანილმა უმარ ფარუქ აბდულმუთალაბმა ამსტერდამ-დეტროიტის რეისზე შეღწევა შეძლო.

XS
SM
MD
LG