ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტო აცხადებს, რომ სომალელმა მეკობრეებმა მძევლად აიყვანეს ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი, მათივე განცხადებით ეკიპაჟის წევრებს შორისბულგარეთის 8 მოქალაქეა. ხომალდი სომალელმა მეკობრეებმა სომალიდან 1000 კილომეტრის მოშორებით პარასკევს გაიტაცეს. საინფორმაციო სააგენტოს როიტერის განცხადებით, ეკიპაჟის წევრებმა მოახერხეს ბრიტანეთში დარეკვა, საიდანაც შეატყობინეს რომ მსხვერპლი არ არის.
25 წევრიანი ეკიპაჟში ბულგარელების გარდა არიან რუმინელები, რუსები, უკრაინელები და ინდოელები.
პარასკევს მეკობრეებმა კიდევ ერთი გემი აიყვანეს მძევლად. ქიმიკატებით დატვირთული სინგაპურის კუთვნილი ხომალდი ადენის ყურეში ჩაიგდეს ხელთ.