აშშ-ის პრეზიდენტმა შობა დღეს თვითმფრინავზე განუხორციელებელი ტერაქტის მონაწილე პირველად დააკავშირა ალყაიდაასთან საჯაროდ. ყოველკვირეულ ტრადიციულ მიმართვაში რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ობამა აცხადებს, რომ ეჭვმიტანილმა წვრთნები იემენში მომქმედი ალყაიდას დახმარებით გაიარა. სწორედ მათ უზრუნველჰყვეს ტერორისტი ასეფეთქებელი ნივთიერებებით და აფეთქების შესახებ მითითებებიც მათ მისცეს. პრეზიდენტის განცხადებით იემენში მომქმედი ალყაიდა მანამდეც ესხმოდა თავს ამერიკულ სამიზნეებს. მაგალითად მათ მიერ იყო ორგანიზებულო იემენში აშშ-ის საელჩოსთან მაერიკელის მკვლელობა 2008 წელს.
ამის შემდეგ ობამას ადმინისტრაციამ იემენის მთავრობასთან გააძლიერა პარტნიორობა ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში.
პრეზიდენტ ობამას განცხადებით მას უკვე ხელთ აქვს წინასწარი გამოძიების მონაცემები, რომელიც მგზავრთა გადამოწმების პროცედურასა და ტერორისტების სიების სისტემის ხარვეზებს შეისწავლის. საბოლოო დასკვნას კი იგი რამდენიმე დღეში ელის.