ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპმა მოუწოდა ხალხს მშვიდობისა და მოთმინებისკენ


ტრადიციულ საახალწლო ღვთისმსახურებაზე რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ მოუწოდა ხალხს მშვიდობისა და მოთმინებისკენ. ეს რომის პაპის პირველი მიმართვაა ამ ახალ 2010 წელს.

ვატიკანში წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, კათილოკური სამყაროს მღვდელთმთავარმა ქადაგებაში ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემას მიუხედავად კანის ფერის, ეროვნებისა და რელიგიის.

მან აღნიშნა რომ სკოლებში ერთ საკლასო ოთახში სხვადასხვა ეროვნებისა და წარმომავლობის ადამისნებს უხდებად სწავლა, ამიტომ ტოლერანტობა სიყრმიდან უნდა ინერგებოდეს მათში.

რომის პაპმა ისაუბრა აგრეთვე ძალადობებსა და ომებზე, რომელიც მძიმე დაღს ასვამს პატარების ცხოვრებას . მისი თქმით ამ ბავშვების სახეზე აღბეჭდილია დიდი ტკივილი და უიმედობა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა მსოფლიო ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების აუცილებლობაზე.

XS
SM
MD
LG