ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის დედაქალაქში გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები


ირანის ოპოზიციის ლიდერი მირ ჰუსეინ მუსავი აფრთხილებს მთავრობას , რომ რეფორმატორული მოძრაობის ძალადოობრივად ჩახშობას თაირანი ვერ მოახერხებს და იგი მზადაა შეეწიროს ბრძოლას.

ოპოზიციურ ვებ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, მუსავიმ აღნიშნა რომ ირანში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია. მისივე განცხადებით ოპოზიციის წევრების დაკავება და მათი მოკვლა სიტუაციას არ დაამშვიდებს. მან მოუწოდა მთავრობას მიიღოს 5 პუნქტიანი გეგმა , რომელშიც შედის დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლება და ახალი, გამჭვირვალე საარჩევნო კანონის მიღაბა.

გუშინ ირანის დედაქალაქში გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები, ხოლო სადაზვერვო უწყება აცხადებს, რომ იგი გაუსწორდება ყველას ვინც არეულობასა და ძალადობას წააქეზებს.

XS
SM
MD
LG