ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ თეირანში ოპოზიციის 4 აქტივისტი დაცხრილა


ირანის ოპოზიციის ვებ გვერდის ინფორმაციითადა თვითმხილველების განცხადებით,დღეს პოლიციამ თეირანში საპროტესტო აქციაში მონაწილე ოპოზიციის 4 აქტივისტი დაცხრილა.

ამ ბრალდებებს უარყოფს ირანის პოლიცია. ოპოზიციური ინტერნეტ გამოშვებები კი იუწყებიან. რომ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს, რომლებიც მიუხედავად მთავრობის მიერ გაფრთხილებებისა -მაინც გამოვიდნენ თეირანის ქუჩებში საპროტესტოდ.

ამ ინფორმაციის დადასტურება გაძნელებულია, რადგანაც უცხოურ პრესას აკრძალული აქვს დემონსტრაციების გაშუქება. თეირანის გარდა დემონსტრაციებს ადგილი ჰქონდა ისპაჰანსა და ნაჯაფაბადში, პოლოცოამ დემონსტრანტების დსაშლელად ცრემლმდენი გაზები და ხელკეტები გამოიყენა.


XS
SM
MD
LG