ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა საბჭოთა დროინდელი ბირთვული რაკეტა გამოცადა


დღეს რუსეთმა წარმატებულად ჩაატარა რაკეტის გამოცდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ რაკეტაზე შესაძლებელია ბირთვული ქობინის დამონტაჟება. რაკეტის გამოცდა იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა პერიოდის სარაკეტო არსენალის გამოყენების ხანგრძლივობის გაგრძელებას.

რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორენბურგის საცდელი პოლიგონიდან გაფრენილმა რს-20ვ რაკეტამ ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარე მიზანი გაანადგურა.

რაკეტას, რომელიც რუს სპეციალისტებს შორის ცნობილია „ვოევოდის" სახელწოდებით, ხოლო დასავლეთში „სატანის" სახელით, შეუძლია ობიექტების განადგურება 16,000 კილომეტრის რადიუსში. ამ რაკეტაზე შესაძლებელია 10-მდე ბირთვული ქობინის დამონტაჟება.

ხსენებული რაკეტა პირველად წარმოებაში 20 წლის წინ შემოვიდა, მაგრამ რუსეთს სურს მისი შენარჩუნება ეროვნულ სარაკეტო არსენალში.

რუსეთი ცდილობს ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის, ეგრედწოდებული ბულავის, მწყობრში შეყვანა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ რაკეტის გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა.


XS
SM
MD
LG