ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში უმუშევრობის შემწეობის მისაღებად  განცხადებათა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო


აშშ-ში გასული კვირის მონაცემებით უმუშევრობის შემწეობის მისაღებად განცხადებათა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. ასეთი დაბალი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა 15 თვის განმავლობაში.

შრომის დეპარტამენტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაში უმუშევრობის შემწეობის მისაღებად მთავრობას 28 ათასი ადამიანით ნაკლებმა მიმართა. კომპანიების უმრავალესობას აღარ უხდება თანამშრომლების დათხოვნა გაყიდვებისა და წარმოების ზრდის გამო. ცალკე დასკვნა ვაჭრობის დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა, მათი განცხადებით ნოემბერში მცირედით გაიზარდა ქარხნებში ძვირადღირებულ საქონელზე შეკვეთების რაოდენობა.


XS
SM
MD
LG