ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირჯინიის შტატში ფოსტაში აყვანილი მძევლები გაათავისუფლეს


ვირჯინიის შტატში ფოსტაში აყვანილი მძევლები გაათავისუფლეს. ინცინდენტი ოთხშაბათს საღამოს ვირჯინიის პატარა ქალაქში ვაიტვილში მოხდა. პოლიციამ ფოსტის შენობას ალყა მაშინ შემოარტყა , როდესაც მათ მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ინვალიდის ეტლზე მჯდომი მამაკაცი, ეტლზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ფოსტაში შევიდა. პოლიციის განცხადებით ადგილი ჰქონდა სროლას , მაგრამ არავინ დაშავებულა. ბოროტომქმედის მიერ მძევლად აყვანილი 4 პიროვნება მოგვიანებით გაათავისუფლეს, ფოსტის შენობიდან გამოიყვანეს დამნაშავეც- ვორენ ტეილორი, რომელიც მეზობელი შტატის ტენეისის მაცხოვრებელია. ის თუ რა მოთხოვნებს აყენებდა ბოროტმოქმედი ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ არსებობს.

XS
SM
MD
LG