ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი შესაძლოა გაიხსნას


ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი შესაძლოა, მომავალი წლის 1 მარტიდან გაიხსნას. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მოწყობის ფედერალური სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს და ეს ინფორმაცია სააგენტო რია ნოვოსტიმ გადასცა.ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრა გუშინ ყაზბეგში შედგა და მასში თბილისში შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

მხარეების დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენა აუცილებელია, რისი განხორციელებაც 2010 წლის 1 მარტიდან იგეგმება », - ნათქვამია საზღვრის მოწყობის ფედერალური სააგენტოს პრესსამსახურის განცხადებაში.

ამ თემაზე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ისაუბრა. როგორც ნინო კალანდაძემ დასძინა, მხარეებმა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები.

XS
SM
MD
LG