რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი ახალ ბირთვულ რაკეტებს განავითარებს
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი ახალ ბირთვულ შეიარაღებას განავითარებს იმისდამიუხედავად, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები ამჟამად სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობენ.
ეს განცხადება პრეზიდენტმა მედვედევმა ოთხშაბათს მოსკოვში სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სატელევიზიო არხების მთავარ რედაქტორებთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
მისი თქმით, ახალი სარაკეტო ტექნოლოგიების განვითარება სრულ შესაბამისობაში იქნება შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებებთან, რომელიც ვაშინგტონთან დაიდება.
უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა დეკემბრის დასაწყისში. ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირების ცნობით ახალი ხელშეკრულება სავარაუდოდ იანვრის დასაწყისში გაფორმდება.