ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში არავინ უწყის იმას თუ რას მოუტანს 2010 წელი ქვეყანას.


ტელეფონის მეშვეობით გადაღებულ კადრებზე ნედა აღა სოლტანის სიკვდილია აღბეჭდილი. ეს ვიდეოკადრები თეირანში მოწყობილი საპროტესტო სვლების ისეთივე სიმბოლოდ იქცა, როგორც ის კადრები, რომლებზეც ოცი წლის წინ პეკინის ტიანანმენის მოედანზე ტანკებს გადაღობილი ახალგაზრდა კაცია აღბეჭდილი. დემონსტრაციები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ბრალდებამ განაპირობა, როდესაც მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია რეფორმატორი კანდიდატის მირ ჰოსეინ მუსავის წინააღმდეგ ბრძოლაში. ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგები პრეზიდენტის სასარგებლოდ გააყალბეს და ქუჩებში გამოვიდნენ. მთავრობამ კი დაუნდობლად ჩაახშო დემონსტრაციები:

„სიტუაცია ძალზე დაძაბულია. ერთ-ერთ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ თუ ოპოზიცია მთავრობის ყოფნა-არყოფნას დაემუქრება, მაშინ კედელთან მიყენებულ ხელისუფლებას ძალადობით გამოპასუხების გარდა სხვა გზა აღარ დარჩება". ამბობს ირანელ-ამერიკელთა საბჭოს თავმჯდომარე ტრიტა ფარსი. საპროტესტო სვლებმა ხელი შეუშალა პრეზიდენტი ობამას გეგმას, რომელიც თეირანთან ურთიერთობების დარეგულირებას ლამობდა და თანაც ირანიც უფრო აგრესიულად უარობს ბირთვული პროგრამის შეწყვეტას. თეირანი კვლავ ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავს. გასულ ოქტომბერს ირანი დასთანხმდა ურანის გასამდიდრებლად უცხოეთში გაგზავნის წინადადებას:

„ჯერ-ჯერობით დასადგენია ის ცდილობდა თუ არა აჰმადინეჟადი დასავლეთთან დიალოგის დაწყებას და განარისხა თუ არა ამან ხამენეი. თუ ეს კარგად გათვლილი და აწონ-დაწონილი თამაშია". აცხადებს ანალიტიკური გამოცემა „ჯეინს ისლამიკ აფერის" რედაქტორი ალექს ვატანკა, რომელიც ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით ნათელია არ არის ის მართლა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს პრეზიდენტი აჰმადინეჟადი და ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი თუ ეს უბრალოდ ფარსია. როგორიც კი არ უნდა იყოს სიმართლე, თეირნაის ქმედებამ გაეროს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესაძლებლობის განხილვისკენ უბიძგა.

თუმცა ანალიტიკოსები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ქმედითუნარიანი სანქციების შემოღება რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვების გარეშე შეუძლებელი იქნება. ჯერ-ჯერობით კი ორივე ქვეყანა ჭირვეულობს და სანქციების შემოღებაზე უარს ამბობს. ზაქარია კიკნაძე, ამერიკის ხმა ვაშინგტონი.


XS
SM
MD
LG