ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა თურკმენეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვა აღადგინა


რუსეთი თანახმაა აღადგინოს თურკმენეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვა მას შემდეგ რაც რვა თვის მანძილზე მიწოდება ორ ქვეყანას შორის შეწყდა ურთიერთობების გაუარესების გამო. ამასთან დაკავშირებით რუსეთისა და თურკმენეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი გაზის კომპანიების წარმომადგენლებმა დღეს თურკმენეთის დედაქალაქ აშხაბადში ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ცერემონიას ორივე ქვეყნის პრეზიდენტები ესწრებოდნენ. შეთანხმების თანახმად მომავალი თვიდან რუსეთი თურკმენეთისგან ყოველწლიურად ბუნებრივი აირის 30 მილიარდ კუბურ მეტრს შეიძენს. უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე რუსეთი თურკმენეთისგან 50 მილიარდ კუბურ მეტრს ყიდულობდა, მაგრამ აპრილში გაზსადენზე მომხდარი აფეთქების შემდეგ თურკმენეთიდან რუსეთში ბუნებრივი აირის მიწოდება თითქმის შეწყდა.

XS
SM
MD
LG