ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას განრისხებულ დემოკრატებთან დაპირისპირება უწევს


ჯანდაცვის რეფორმის მისაღებად, მიმდინარე კვირას შეერთებული შტატების სენატში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც დემოკრატმა სენატორებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ობამას ადმინისტრაციის ამ წინააღმდეგობრივ კანოპროექტს და რესპუბლიკელებს მისი დაბლოკვის თითქმის ყოველგვარი იმედი ამოუწურეს. რესპუბლიკელთა ოპოზიციის დაძლევის მცდელობით, ობამა და სენატის დემოკრატთა ლიდერები კომპრომისებზე წავიდნენ. თუმცა ზოგი ლიბერალურად განწყობილი დემოკრატი თვლის, რომ ობამა ძალზე შორს წავიდა და კანონპროექტის გაუმართლებელ ცვლილებებს დათანხმდა:

„ცვლილებების შეტანის შემდეგ ეს კანონპროექტი ჯანდაცვის რეფორმას აღარ წარმოადგენს“. ამბობს დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ჰოვარდ დინი.

პრეზიდენტი ოთხი თვის განმავლობაში ცდილობდა დემოკრატების შეთანხმებას: „ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს იმის უფლება, რომ კანონპროექტის ყოველი ცალკეული პუნქტის გამო შეუთანხმებლობას, ამერიკელებისთვის ასე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება შევწიროთ“. განაცხადა ბატონმა ობამამ.

თუმცა პრეზიდენტის პარტიის ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები ობამას მხოლოდ ჯანდაცვის კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების გამო არ ემდურებიან. ისინი აგრთვე ავღანეთში დამატებით ოცდაათი ათასი ჯარისკაცის შეყვანის გადაწყვეტილებასაც არ ეთანხმებიან. ეს სკეპრტიციზმი უკვე დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა გამოკითხვამაც გამოავლინა: - „ის, რომ დემოკრატთა უმრავლესობა ავღანეთში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის გაფართოვებას დამოუკიდებელ ამომრჩევლებთან და რესპუბლიკელებთან შედარებით უფრო ეწინააღმდეგება, ნათელია“. გვეუბნება გამოკითხვის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი პიტერ ბრაუნი. ობამას ბევრი მხარდამჭერი გაწბილებულია პრეზიდენტის ბოლო დროის გადაწყვეტილებებით:

-„პრეზიდენტმა ის არ გააკეთა, რასაც მე მოვიმოქმედებდი. მე გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმით დემოკრატებს გავაერთიანებდი და შემდეგ რესპუბლიკელებს მხოლოდ იმის შანსს დავუტოვებდი, რომ მხოლოდ არაფრისმომცემი უარი განეცხადებინათ კანონის მიღებაზე“. ამბობს ლიბერალული ორგანიზაციის „ამერიკის მომავლის კამპანიის“ წარმომადგენელი რობერტ ბოროსაჯი.

პრეზიდენტისეული ჯანდაცვის გეგმის პოპულარობის დაცემა, ააშკარვებს იმას, რომ მომავალ წელს საკონგრესო არჩევნებში დემოკრატებს დიდი სიძნელეები შეექმნებათ:

„გამოავლენენ თუ არა დემოკრატები იმას, რომ პრეზიდენტს არ ეთანხმებიან? შეეწინააღმდეგებიან თუ არა თეთრი სახლიდან მომდინარე ინიციატივებს კონგრესში. თუ გააცნობიერებენ იმას, რომ საკუთარი პარტიის წევრი პრეზიდენტის პოზიციის შესუსტება მათ არჩევნებში არ წაადგება? დემოკრატებმა ამ დილემას უნდა გაართვან თავი“. ეუბნება ამერიკის ხმის კორესპონდენტს, „როტემბერგის პოლიტიკური ანგარიშის“ გამომცემელი სტუარტ როტემბერგი.

ჯანდაცვის პრეზიდენტისეულ გეგმას რესპუბლიკელები ძლიერ ეწინააღმდეგებიან. ისინი აცხადებენ, რომ ეს გეგმა კერძო სადაზღვევო კომპანიების საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევას განაპირობებს:

„ჩვენ ვიცით ის, რომ მემარჯვენე რესპუბლიკელები დარაზმულები არიან. მაგრამ ისინი მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ. საკითხავი კი ისაა, შესძლებენ თუ არა გაერთიანებას დემოკრატები“. ამბობს ლიბერალი რობერტ ბოროსეიჯი.

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრეზიდენტის პარტიამ 1948 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩატარებული თხუთმეტი საკონგრესო არჩევნებიდან ცამეტში განიცადა მარცხი.


XS
SM
MD
LG