ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ფხენიანის დარწმუნებას ცდილობს


ობამას ადმინისტრაცია ცდილობს ჩრდილოეთ კორეა ექვს მხრიანი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე დაიყოლიოს, რომლის დანიშნულებაც ფხენიანის მიერ ბირთვული პროგრამის შეწყვეტაა.

შეერთებული შტატების მოკლე ვადიანი მიზანი ექვსმხრიანი მოლაპარაკების გაგრძელებაა, ხოლო გრძელვადიან გეგმაში კი ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული პროგრამის დასრულება შედის. 2003 წლის შემდეგ, ვაშინგტონი აქტიურად ცდილობს ფხენიანი დაიყოლიოს ბირთვული იარაღის შემუშავების პროგრამაზე უარის თქმაზე.

ამის მიღწევას საერთაშორისო საზოგადოება, ეგრეთ წოდებული, ექვსმხრიანი მოლაპარაკების ფორმატში ცდილობს, რომლის მონაწილეებიც შეერთბეული შტატები, ჩინეთი, იაპონია, რუსეთი, სამხრეთ კორეა და ჩრდილოეთ კორეა არიან.

ფხენიანმა გასულ აპრილს მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ჩრდილოეთ კორეის მიერ გრძელ მანძილიანი ბალისტიკური იარაღი გამოცადა. ამის შემდეგ ფხენიანმა საერთაშორსო დამკვირვებლები დაითხოვა, პლუტონის ქარხანა თავიდან აამუშავა და მომდევნო მაისში მეორე ბირთვული იარაღი გამოსცადა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფხენიანმა სიგნალების გამოშვება დაიწყო იმის შესახებ, რომ დაინტერესებულია ექვსმხრივი მოლაპარაკების განახლებაში. ამის შემდეგშეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირველი ოფიციალური წარმომადგენელი ბატონი სტივენ ბოსვორთი ჩრდილოეთ კორეას ეწვია. ბატონმა ბოსვორთმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა შეიძლება დაუბრუნდეს მოალაპრაკებების მაგიდას. მისივე თქმით, ფხენიანი დაეთქნხმა 2005 წლის შეთანხმების პრინციპებს, მისი ფიზიკური, ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოების სანაცვლოდ. „ისინი ადასტურებენ ექვსმხრიანი მოლაპარაკების პროცესის მნიშვნელობას. მათ გააკეთეს მინიშნება მოლაპარაკების განახლების სურვილის შესახებ.

პროცესის მონაწილე სხვა მხარეებსაც იგივე შეხედულება აქვთ ამ სიტუაციაზე. ყველას გვინდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას. მაგრამ იმაზე, თუ როდის და როგორ მოხდება ეს, ჯერ პასუხი არ მაქვს,“ განაცხადა ბატონმა ბოსვორთმა.

შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ლორენს იგელბერგერი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ჩრდილოეთ კორეის მიმართ მკაცრად უნდა იმოქმედოს. მისი თქმით: „ჩვენ ჩრდილოეთ კორეელებს უნდა გავაგებინოთ, რომ თუ ისინი მოლაპარაკების მაგიდას არ დაუბრუნდებიან და საღ აზრს არ მოუხმობენ, ამისთვის შესაბამის საფასურს გადაიხდიან და ჩვენ შეიძლება პოტენციური ძალაც გამოვიყენოთ ჩვენი მოსაზრებების გამოსახატავად. ამის გასაკეთებლად რამდენიმე საშუალება გვაქვს, მაგრამ ალბათ ასე არ მოვიქცევით. და ასე რომც მოვიქცეთ, საერთაშორისო საზოგადოება ამაში მხარს არ დაგვიჭერს. ეჭვი მეპარება იმაში, რომ ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს.“

იგელბერგერს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკებების პროცესში დაბრუნებაზე დაყოლიებას შეძლებს. ბატონი იგელბერგერი აცხადებს:

„რისი მიღება გვინდა ექვსმხრიანი მოლაპარაკებების პროცესიდან საბოლოო ჯამში? არ ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე ვიცით ამ საუბრების დანიშნულება. თავდაპირველად დიალოგით გვინდოდა ხელი შეგვეშალა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავებისთვის. ფხენიანი არა მხოლოდ წავიდა ამ მიმართულებით, არამედ სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწია.“

ანალიტიკოსების თქმით, ჩრდილოეთ კორეის რამეზე დაყოლიება მხოლოდ ჩინეთის დახმარებით შეიძლება. პეკინი ფხენიანის ყველაზე დიდი მხარდამჭერია საერთაშორისო საზოგადოებაში. დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორის ჯეიმს შლესინჯერის განცხადებით, პეკინი ფხენიანთან სიმკაცრის გამოჩენას აპირებს.

„ჩინელები სერიოზულად რომ იყვნენ მომზადებულები და სანქციებშიმონაწილეობა გადაწყვიტონ, ჩემი აზრით ეს ბევრ რამეს შეცვლიდა. მაგრამ ჩინეთს სხვა პრიორიტეტები აქვს, რაც რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და ჩრდილოეთ კორეაში სახელმწიფოს ფუნქციონირებაში მდგომარეობს. ჩინეთს სხვა უამრავ საკითხთან ერთად ჩრდილოეთ კორეიდან ლტოლვილების დიდი რაოდენობის შემოსვლისა ეშინია.“

ბევრი ანალიტიკოსი ასევე ამბობს, რომ ახლა ჩრდილოეთ კორეის ჯერია მიიღოს გადაწყვეტილება. ფხენიანი მზადაა განაახლოს ექვსმხრიანი მოლაპარაკება. შემდეგი ნაბიჯი მოლაპარაკების თარიღის დადგენა იქნება.


XS
SM
MD
LG