ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალყაიდას იემენში თავდასხმების გეგმა ჰქონდა შემუშავებული


იემენის განცხადებით, ალყაიდას ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი ჰქონდა თავდასხმების წყება. არსებული ინფორმაციის საფუძველზე დღეს უშიშროების ძალებმა ავიაციის დახმარებით თავდასხმები განახორციელეს ალყაიდას სამალავებზე, როგორც ქალაქ საანას ჩრდილოეთით ისე ქვეყნის სამხრეთში განლაგებულ საწვრთნელ ბანაკებზე. ოფიციალური პირების განცხადებით განხორციელებული რეიდის შედეგად მოკლულია ალყაიდას 34 მებრძოლი და აყვანილია 17.

რეიდი მას შემდეგ დაიწყო რაც გამოაშკარავდა ალყაიდას გეგმები კამიკაძე ტერორისტების გამოყენებით სკოლებსა და უცხოელთა კუთვნილ სამიზნეებზე თავდასხმისთვის მზადების შესახებ.

XS
SM
MD
LG