ტაილანდში ჩრდილოეთ კორეიდან მიმავალი თვითმფრინავი
დააკავეს, სადაც დაახლოებით 40 ტონა იარაღი აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის
საბარგულში „ხმელეთი-ჰაერის" ტიპის რაკეტებიც კი იყო. ეკიპაჟის წევრები ყაზახეთის და
ბელორუსის მოქალაქეები არიან, ხოლო თავად თვითმფრინავი საქართველოს კუთვნილებაა. დეტალების დასადგენად საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს -ბატონ გიორგი
ბოკუჩავას დავუკავშირდით.