ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უშიშროების კერძო კომპანიის  „ბლეკვატერის" საქმიანობა


ამერიკული გაზეთები „ვაშინგტონ პოსტი“ და „ნიუ იორკ თაიმსი“ აცხადებენ, რომუშიშროების კერძო კომპანია „ბლეკვატერი“, რომელიც ერაყში მომხდარ სისხლიან ინციდენტში იყო გახვეული, შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ერთად მოქმედებდა.

გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიებში ნათქვამია, რომ კომპანიას ხელშეკრულების თანახმად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელების უშიშროება უნდა დაეცვა, მაგრამ „ბლექვატერი“შეთანხმებით გაუთვალისწინებელ რეიდებსაც აწყობდა.

შეგახსენებთ,რომ 2007 წელს ბაღდადში, კომპანიის თანამშრომლების მიერ ატეხილ სროლას ჩვიდმეტი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.ამ ინციდენტის გამო „ბლექვატერის“ ხუთი თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.




XS
SM
MD
LG