ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია განცხადებას აკეთებს


საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ 21-ე საუკუნის პირველი ათწლეული ისტორიაში როგორც ყველაზე თბილი ათწლეული ისე შევა. ეს მონაცემები გაახმაურეს კოპენჰაგენში ამჟამად მიმდინარე კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში კლიმატის ცვლილებების პრობლემას ეხება.

ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიშელ ჟარომ განაცხადა, რომ უკანასკნელი დაკვირვების თანახმად 2009 წელი მე-5 ყველაზე თბილი წელი იქნება, მას შემდეგ რაც მეცნიერებმა 1850 წელს დაიწყეს ამგვარი მონაცემების შეკრება. მისივე თქმით, აზიის სამხრეთში, აფრიკის ცენტრალურ რაიონებში და სამხრეთ ამერიკაში 2009 წლის ზაფხულში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

XS
SM
MD
LG