ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს წარმომადგენელი ფხენიანს მიფრინავს


ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ვაშინგტონის რწმუნებული დღეს ფხენიანს ჩადის, რათა მაღალი დონის ორმხრივ მოლაპარაკებაში მიიღოს მონაწილეობა. როგორც სახ-დეპმა განაცხადა ვაშინგტონის რწმუნებულის სტივენ ბოსვორთის მიზანია იმის დადგენა აპირებს თუ არა ჩრდილოეთ კორეა ეწვსმხრივ მოლაპარაკებაში კვლავაც ჩართვას. ჯერ-ჯერობით ვერ აზუსტებენ იმას შეხვდება თუ არა ბოსვორთი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჯონგ ილს. თუმც ცნობილია, რომ იგი ნამდვილად შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს. ფხენიანში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ ბოსვორთი სამხრეთ კორეა, ჩინეთს, იაპონიასა და რუსეთს ეწვევა.

XS
SM
MD
LG