ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრემიერი მოსკოვთან სტრატეგიული საბჭოს შექმნას გეგმავს


თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. ის გუშინ ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა.

ბატონი ერდოღანის თქმით, თურქეთი უნიკალური ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს გზაგასაყარზე მდებარეობს. მას არც ერთ მეზობელ ქვეყანასთან აქვს ცუდი ურთიერთობა და არ გამოჰყოფს არც ერთ მათგანს, როგორც ფავორიტს ან მოწინააღმდეგეს.

თურქეთი, დღეს როგორც არასდროს, დაინტერესებულია რეგიონალური სტაბილურობის განმტკიცებაში, განაცხადა ბატონმა ერდოღანმა. მისი თქმით ამ ბოლო დროს ბევრი ბრალდება ისმის იმის შესახებ, რომ თურქეთმა ორიენტაცია აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისკენ აიღო. პრემიერ მინისტრმა ამგვარ განცხადებებს ცალხმრივი და არა ინფორმირებული უწოდა. ერდოღანი თურქეთს სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირის დასამყარებელ უმნიშვნელოვანეს წერტილად ახასიათებს. მისი თქმით, თურქეთს ადვილად შეუძლია ურთიერთობა როგორც დასავლეთთან ასევე აღმოსავლეთთან. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც დასავლეთს დაეხმარება უკეთესად გაიცნოს და უკეთესი ურთიერთობა დაამყაროს ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებთან.

ბატონი ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი კვლავ დაინტერესებულია ევროკავშირში გაწერვრიანებით. ბევრი ევროპელი ლიდერისგან განსხვავებით, ერდოღანი მიიჩნევს, რომ თურქეთის ევროკავშირში მიღების შემთხვევაში თურქეთი ევროპისთვის დამატებითი ტვირთი არ იქნება. მისი თქმით, არაბული ქვეყნებიც კი მოუთმენლად ელიან თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას.

ბატონმა ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზისა და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ ისინი თურქეთს მუდმივად „უცვლიან თამაშის წესებს.“

ორი ქვეყნის ყოფილ ლიდერებთან ჟაკ შირაკთან და კანცლერ შროდერთან, ერდოღანის თქმით, თურქეთს პრობელმა არ ჰქონია, პირიქით, ისინი აქტიურად უჭერდნენ მხარს თურქეთის ევროკავშირში მიღებას.

ბატონი ერდოღანი აცხადებს, რომ ის, ვინც თურქეთის ევროკავშირში მიღებას უჭერს მხარს, ხმამაღლა უნდა საუბრობდეს ამის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ყველა დროს კარგავს, თურქეთიც, ევროპაც და ყველა სხვა დაინტერესებული ქვეყანა მათტან ერთად.

მიუხედავად ამ მკაცრი განცხადებისა, პრემიერ მინისტრმა ისიც დააყოლა, რომ ანკარა გააგრძელებს ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებას იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ევროპულ ოჯახში გაწევრიანდეს. მაგრამ ამისთვის თურქეთმაც უნდა დაინახოს ის, რომ ამაში ბრიუსელიც არის დაინტერესებული.

ბატონი ერდოღანი მიესალმა ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივას. ამის მიმანიშნებელი ის არის, რომ ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორც თვითონ პრეზიდენტი, ასევე მისი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თურქეთს უკვე ეწვივნენ პირველი ოფიციალური ვიზიტით. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ობამამ თურქთისა და ამერიკის ურთიერთობას „სანიმუშო პარტნიორობა“ უწოდა და მისი გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ამერიკისა და თურქეთის ურთიერთობა რეგიონალურ უსაფრთხოებას და აღმოსავლთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობას განამტკიცებს. ბატონი ერდოღანის თქმთ, თურქეთს პოლიტიკურ მიზნად რეგიონალური მშვიდობა და სტაბილურობა აქვს დასახული. ის განცხადებები, რომ თურქეთი რეგიონში ძალთა გადანაწილებას ცდილობს და დაპირისპირებებს აღრმავებს პრემიერ მინისტრის თქმით, „სიცრუეა.“

თურქეთი აქტიურად თანამშრომლობს საბერძნეთის მთავრობასთან კვიპროსზე სტაბილურობის მისაღწევად. ერდოღანი აცხადებს, რომ სამი წლის წინ წარმოუდგენელი იყო იმისი გაფიქრება, რომ მისი ვაჟის ქორწილში ის საბერძნეთის პრემიერ მინისტრს ხელის მომკიდედ დაპატიჟებდა, ხოლო ეს უკანასკბელი კი მოწვევას მიიღებდა. თურქეთი ოპტიმისტურად უყურებს საბერძნეთთან კვიპროსთან დაკავშირებული დაპირისპირების გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, ანკარა კვიპროსსა და საბერძნეთს წინადადაბას სთავაზობს, რომლიც კვიპროსზე ყოველ არჩევნებზე ხელისუფლების როტაციას გულისხმობს, ძალაუფლების გაზიარების მიზნით.

რაც შეეხება რუსეთს, ბატონი ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს ასეთი სახის დადებით ურთიერთობა ჩრდილოეთთან ჯერ არ ჰქონია.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთთან ვაჭრობა თითქმის გასამმაგდა და ახლა რუსეთი 13 მილიარდი დოლარით, თურქეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ანკარა და მოსკოვი ეკონომიკურ პარტნიორიბის გაღრმავებასთან ერთად სტრატეგიული საბჭოს შექმნასაც აპირებენ, რომლის დანიშნულებაც ორ ქვეყანასშორის საერთო უშიშროებისა და ენერგო უსაფრთხოების საკითხების კოორდინაციია იქნება.

ბატონი ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შედეგად, თურქთი რეგიონალურ და გლობალურ სტაბილურობაში წვლილის შეტანის მხრივ პოზიციას არ იცვლის. ის ერთნაირად გმობს როგორც ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზაზე, ასევე სხვა ქვეყნების აგრესიას მათი მეზობელბის წინააღმდეგ.

ბატონმა ერდოღანმა კონკრეტულად არ ახსენა სხვა რომელი ქვეყენბის აგრესიას გულიხმობდა ამ განხცადებაში, მაგრამ განაცხადა, რომ საქართველოში ომის დრო ისევე გააკრიტიკა მოვლენები, როგორც ეს ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს გააკეთა.

ბატონი ერდოღანი აცხადებს, რომ მისი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტილებაც მოინახოს. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთის პარტნიორად რჩება და ანკარა, როგორც ერევანს ასევე ბაქოს ატყობს რომ დაპირისპირების გადაწყვეტის სურვილი არსებობს. ერდოღანის თქმით, ასეთ შემთხვევაში მას არ ესმის როგოგ შეიძლება თურქეთმა საკუთარ თავზე არ აიღოს კონფლიქტის მოგვარების ინიციატივა.

თუმცა იმაზე, აპირებს თუ არა თურქეთი სომხეთთან ურთიერთობის განახლების მიზნით გენოციდზე საუბრის დაწყებას, ერდორანმა განაცხადა, რომ სანამ თურქი პოლიტიკოსები ამ თემის განხილვას დაიწყებენ, ისტორიული ფაქტების ანალიზი ისტორიკოსებმა უნდა გააკეთონ. თითოეულმა ქვეყანამ, რომელსაც გენოციდის პერიოდის შესახებ ისტორიული არქივი გააჩნია, არქივი ისტორიკოსებს უნდა გააცნონ და შემდეგ მათ გამოიტანონ ფაქტებზე დაყყრდნობილი დასკვნები იმის შესახებ, თუ რა მოხდა თურწეთსა და სომხეთს შორის. თურქი პოლიტიკოსები მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერევიან გენოციდთან დაკავშირებულ დისკუსიებში.


XS
SM
MD
LG