ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში მღელვარებებს აქვს ადგილი


საერთაშორისო საზოგადოებრიობა ჰგმობს ირანის უშიშროების ძალების მიერ ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციის დარბევას. თეირანის ქუჩებში აქციაში მონაწილე სტუდენტები ხელკეტებისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაარბიეს. აშშ-მ, ბრიტანეთმა და ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტიამ" დაჰგმეს დემონსტრაციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლა. აქციაში მონაწილენი აპროტესტებენ ირანის პრეზიდენტის აჰმადინეჟადის პრეზიდენტის პსტზე მეორე ვადით არჩევას. დემონსტრანტები გაიძახოდენ "სიკვდილი დიქტატორს" და წვავდნენ მის სურათებს. დაკავებულია აქციაში მონაწილე რამოდენიმე სტუდენტი.

XS
SM
MD
LG