ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა კოპენჰაგენში ჩასვლას გეგმავს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ,კოპენჰაგენში მიმდინარე კლიმატის ცვლისთვის მიძღვნილი კონფერენციის დახურვაზე დასწრება გადაწყვიტა. თეთრ სახლს მიაჩნია, რომ კონფერენციაზე „ღირებული" გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

თავდაპირველად პრეზიდენტი ობამა კონფერენციის გახსნაზე გეგმავდა დასწრებას. მაგრამ მოგვიანებით თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი კონფერენციაზე დასწრებას შეაყოვნებს და კოპენჰაგენში მაშინ ჩავა, როცა იქ სხვა ქვეყნების ლიდერებიც იქნებიან.

თეთრი სახლის წარმომადგენლის, რობერტ გიბსის თქმით, კონფერენციაზე მნიშვნელოვანი წინსვლა იქნა მიღწეული და სამიტის ბოლოს, 18 დეკემბერს, მოსალოდნელია ეგრეთწოდებული „კოპენჰაგენის შეთანხმების მიღება," რომლის თანახმადაც ქვეყნები ძალისხმევას გააერთიანებენ გლობალური კლიმატური საფრთხეების წინააღმდეგ.


XS
SM
MD
LG