გრემის მოსალოდნელი დაჯილდოვების ცერემონიაში მუსიკალური ინდუსტრიის 2 ცნობილი შემსრულებელი-არ ენ ბის ვარსკვლავი ბიონსე და ქანთრის ჟანრის შემსრულებელი ტეილორ სვიფტი ლიდერობენ.
გუშინ ლოს ანჟელესში გრემის პრემიის გადაცემის ცერემონიამდე ,ნომინაციების გამოსავლენი კონცერტი გაიმართა. ბიონსე 10 ნომინაციაში, ტეილორ სვიფტი კი 8-ში დასახელდა. ისინი კონკურენტები საუკეთესო ალბომის, სიმღერისა და ჩანაწერის ნომინაციაში არიან.
ამავე ნომინაციაში შემსრულებლებს მეტოქეობას ლეიდი გაგა და ბლექ აიდ ფისი უწევენ, მათგან პირველი 5-ის, ხოლო მეორე 6 ნომინაციის მფლობელია.
არ ენ ბი შემსრულებელი მაქსველი და რეპერი კენი ვესტი ასევე 6 ნომინაციაში დასახელდნენ. გამარჯვებულებს 31 იანვარს, გრემის 52-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე გამოაცხადებენ.