ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ხელისუფლებამ გაანთავისუფლა 5 ბრიტანელი მეზღვაური


ირანის ხელისუფლებამ უკვე გაანთავისუფლა 5 ბრიტანელი მეზღვაური, რომლებიც გასულ კვირას სპარსეთის ყურეში დაკაავეს. ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრიტანელები ირანის ტერიტორიულ წყლებში შეცდომით მოხვდნენ. მეზღვაურების გათავისუფლება უკვე დაადასტურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. გათავისუფლებულ მეზღვაურებს დუბაიში გადაიყვანენ.

XS
SM
MD
LG