ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. ობამა ავღანეთში დამატებით 30 000 ჯარისკაცს გზავნის


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანურ სტრატეგიას რამდენიმე თვეა გეგმავდა.

მისი მუშაობა ავღანეთზე ჯერ კიდევ 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას დაიწყო როცა იგი ავღანეთში სენატორის და კანდიდატის რანგში ჩავიდა პირველად. მაშინ მან აღნიშნა, რომ ეწინააღმდეგებოდა

ომს ერაყში და მთელი ყურადღების ავღანეთზე გადატანას უჭერდა მხარს. მისი აზრით, სწორედ ავღანეთიდან უნდა დაწყებულიყო ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ.

2009 წლის იანვარში თავის საინაუგურაციო მიმართვაში ობამამ ავღანეთი არაერთხელ ახსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა ერაყიდან უნდა გასულიყო და ავღანეთში მშვიდობის მიღწევაზე ეზრუნა.

მოგვიანებით, მან თავის საგანგებო რწმუნებულად ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი--ვეტერანი დიპლომატი დანიშნა.

ამა წლის თებერვალში კი თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ავღანეთში გართულებული მდგომარეობიდან გამომდინარე იქ დამატებით 17 000 ჯარისკაცის გაგზავნას ხსნიდა.

მარტში, ამერიკის პრეზიდენტმა ახალი სტრატეგია ჩამოაყალიბა ავღანეთთან და პაკისტანთან მიმართებაში. მაისში, ობამამ პაკისტანის პრეზიდენტს ასიფ ალი ზარდარისა და ავღანეთის ლიდერს ჰამიდ კარზაის უმასპინძლა თეთრ სახლში. სხვათა შორის ეს შეხვედრა დაემთხვა ავღანეთში მოსახლეობის მწვავე რეაქციას ფარას პროვინციაში ამერიკული საჰაერო იერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილის გამო. რამდენიმე დღეში ობამამ ავღანეთში ამერიკისა და ნატოს ჯარების მთავარსარდლად გენერალი დევიდ მაქკიერნანი დანიშნა.

აშშ თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი ამ გადაწყვეტილებას ახლებული მიდგომით ხსნიდა, რომელიც ასე ესაჭიროებოდა ავღანეთში არსებულ სიტაუციას.

2009 წლის ივნისში, გენერალმა მაქრისტალმა ნატოსა და ამეიკიის სამხედროების ხელმძღვანელობა ჩაიბარა ავღანეთში.

მანვე გასცა ბრძანება დაწყებულიყო სამხედრო მისიის შეფასება და განაცხადა, რომ ომში პროგრესს არა ლიკვიდირებულ მეამბოხეთა რაოდენობა განსაზღვრავდა, არამედ დაცული დ გადარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები.

აგვისტოში, პირველად 2001 წლის შემდეგ, ავღანეთში ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი სამხედრო დაიღუპა.

სწორედ ეს ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტმა ვეტერანთა ჯგუფს, როცა მათ შეხვდა.

ბატონმა ობამამ ავღანეთში მიმდინარე ომი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმთავრეს სამიზნედ დაახასიათა. ცოტა ხანში, ამერიკაში ხალხმა ომის მიმდინარეობით უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო. მედიაში გაჟონა გასაიდუმლოებულმა მასალებმაც, რომლებშიც მაქრისტალი ომის წარუმატებლობაზე საუბრობდა თუკი ამერიკა დამატებით ჯარებს არ მოუხდენდა დისლოცირებას კონფლიქტის ზონაში. ამ ფონზე, ავღანელი ლიდერი ჰამიდ კარზაი განმეორებით არჩევნებზე დათანხმდა.

ასპარეზობას მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში გაეთიშა კარზაის მთავარი მეტოქე აბდულა აბდულა, რამაცა საბოლოოდ გადაწყვიტა ქვეყნის ლიდერის ბედი და პრეზიდენტობა ჰამიდ კარზაის ერგო.

ბარაკ ობამამ მას მხარი დაუჭრა, თუმცა კორუფციის აღმოხვრისაკენ მოუწოდა. 24 ნოემბერს აშშ პრეზიდენტს ბოლო საუბარი ჰქონდა ჰამიდ კარზაისთან.



XS
SM
MD
LG